December 23, 2016 20:17 |

ქალი, რომელიც ბორჯომში ხიდიდან მტკვარში გადახტა, გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი მაშველებმა წყლიდან უკვე ამოიყვანეს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის „სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით“ მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბორჯომში, სილამაზის ხიდიდან, მოქალაქე მტკვარში დღეს გადახტა.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ქალმა ხიდზე სკამი მიიტანა, სკამზე ავიდა და წყალში გადახტა.

 

ipn.ge

445 ნახვა

comments