September 1, 2016 14:27 |

ბათუმში, ჭოროხის ნაპირების მიმდებარედ ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძემ განუცხადა, 1980 წელს დაბადებული მამაკაცი დღეს თხილნარში მეწყრული პროცესების დროს გაუჩინარდა.

მისივე განმარტებით, მიმდინარეობდა სამძებრო ღონისძიებები და მისი ცხედარი რამდენიმე წუთის წინ, ზღვაში აღმოაჩინეს.

 

ipn.ge

823 ნახვა

comments