August 18, 2016 12:44 |

ევროპული საბჭო ევროკავშირის უმაღლესი მმართველი ორგანოა და მასში 28 წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ან პრეზიდენტები შედიან.

საბჭოში გადაწყვეტილების მიღების 3 წესი არსებობს. პირველია უბრალო უმრავლესობა, 15 წევრი 28-დან. ამ წესით პროცედურულ და საკომიტეტო საკითხებზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება.

მეორეა კვალიფიციური უმრავლესობა, რომელსაც ამავე დროს ორმაგ უმრავლესობასაც ეძახიან. ამ წესის მიხედვით, გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა წევრი ქვეყნების 55% მაინც უჭერდეს მხარს გადაწყვეტილებას და ამავე დროს ეს 55% ევროკავშირის საერთო მოსახლეობის 65%-ს უნდა წარმოადგენდეს. ამ წესით ხდება საკითხთა 80%-ზე გადაწყვეტილებების მიღება.ამავე დროს, 4 წევრ ქვეყანას შეუძლია დაბლოკოს გადაწყვეტილება, იმ პირობით, რომ ისინი მოსახლეობის 35% წარმოადგენენ.

მესამე არის კონსენსუსის წესი. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების წინააღმდეგი არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს. ამ წესით ისეთ საკითხებზე მიიღება გადაწყვეტილებები, როგორიცაა წევრობა, მოქალაქეობა, ხელშეკრულებების მიღება და საგარეო და თავდაცვის საკითხები.

საბჭო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი კენჭისყრები ჩაატაროს თუ მას სულ მცირე 15 წევრი ქვეყანა ესწრება. ეს წესები ძალაში 2014 წლის ნოემბრიდან არის, თუმცა 2017 წლამდე ნებისმიერ წევრ-ქვეყანას მანამდე არსებული წესების გამოყენების მოთხოვნაც შეუძლია.

1085 ნახვა

comments