August 17, 2016 14:17 |

ვილიამ ბრაჰამის 1933 წლის და ერნა შტიგლიცის წინასწარმეტყველებების მიხედვით, მესამე მსოფლიო ომი ყველაზე დიდ სახელმწიფოში, რომელსაც “გამოცხადება” “დიდ ბაბილონად” მოიხსენიებს, ქალის არჩევის შემდეგ დაიწყება. ბრაჰამის მიხედვით, ეს ქალი ქალების მიერ იქნება არჩეული.

NEonline-ის მიხედვით, ჰილარი კლინტონი ბოლო გამოკითხვებით 7 შტატში (Colorado, Florida, Iowa, North Carolina, Ohio, Pennsylvania, and Virginia) ლიდერობს და მისი უპირატესობა 4-დან 14%-მდე მერყეობს თითოეულში. გამოცემის მიხედვით, ტრამპს პრაქტიკულად არ ჰყავს ქალი ამომრჩეველი არც ერთ შტატში და ამ მაჩვენებლით ის ყველგან საგრძნობლად ჩამორჩება კლინტონს.

შტიგლიცის მიხედვით, მესამე მსოფლიო ომი არა სირიის კონფლიქტის გამო, არამედ რუსეთის ევროპაში შეჭრის შემდეგ დაიწყება. ომი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 3/4-ს გაანადგურებს, განსხვავებით ისტორიული წინასწარმეტყველებებისა, რომლებიც სირიის კონფლიქტს მიიჩნევენ დაწყების საბაბად, სწორედ რუსეთის აღმოსავლეთ ევროპაში შეჭრით პროვოცირდება.

წინასწარმეტყველელების მიხედვით, რუსეთი შეჭრამდე მის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებს გაიმაგრებს მოკავშირეებით. ერთადერთი, რაზეც აქამდე არც ერთი წინასწარმეტყველება არ საუბრობდა, იყო, ის თუ ვის ხარჯზე იმაგრებდა სამხრეთ ფლანგს რუსეთი კონკრეტულად. ბიბლიის წინასწარმეტყველებათა მკვლევარების მიხედვით ეს სწორედ თურქეთი უნდა იყოს და ბოლო დრომდე არც ერთი ნიშანი თურქეთის მოკავშირეობისა რუსეთთან არ ჩანდა.

ეზეკიელის ბიბლიური წინასწარმეტყველებაც მესამე მსოფლიო ომის შესახებ, თურქეთისა და ირანის რუსეთთან ისრაელის წინააღმდეგ მოკავშირეობაზე მიუთითებს. პრაქტიკულად მსოფლიო მედიის ყველა ახალი ამბავი ბოლო ერთი თვის განმავლობაში თურქეთის რუსეთისკენ შემობრუნებას და ევროპასა და ამერიკასთან დაძაბულ ურთიერთობაზე აკეთებს აქცენტს. გერმანიის მთავრობის მიხედვით, სწორედ თურქეთი ახდენს ანტი-ისრაელური ტერორისტული დაჯგუფებების ხელშეწყობას.

ბრაჰამის 7 ხილვიდან, ერთ-ერთი ამბობს: “ლამაზი, მაგრამ სასტიკი ქალი იქნება არჩეული საყოველთაო არჩევნებით ქალების მიერ, ამის შემდგომ მცირე ხანში ამერიკა განადგურდება ატომური შეტევისგან”.

მკვლევარების განცხადებით, რომელიც ერთ-ერთ ევროპულ გამოცემაში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთი, თურქეთსა და ირანთან ერთად მოახდენს ბირთვული შეიარაღების მობილიზებას და ამერიკას სხვა გამოსავალი აღარ დარჩება რომ დაიწყოს აქტიური სტრატეგიული სამხედრო მანევრები. განცხადების მიხედვით, ისრაელი ბრძოლაში ყველაზე გვიან, რამდენიმე თვეში ჩაერთვება. ეზეკიელის მიხედვითაც, არსებობს მინიშნებები, რომ ეს ომი იქნება ბირთვული. ისრაელი მოახენს ცალკე გამოყოფილი პროფესიონალების მობილიზებას რომელთა ამოცანა “ნიშნის” მქონე მკვდრების დამარხვა იქნება. არსებითად იგივე პროცედურაა გაწერილი ბიოლოგიური და ბირთვული ნარჩენების შესახებ არსებულ სამხედრო ინსტრუქციებში.

საბოლოოდ მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ მესამე მსოფლიო ომი, თუ ამერიკაში ქალი იქნება არჩეული, დაიწყება არაუგვიანეს 2018 წლის აგვისტოსი, ხოლო ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს გაცილებით ადრე, 2017 წლის იანვრიდან, როდესაც ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია მოხდება, არის შესაძლებელი.

5571 ნახვა

comments