August 10, 2016 17:07 |

იაპონური მენეჯმენტის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია:  „5 რატომ“ – ანუ პრობლემის გამომწვევი მიზეზის აღმოჩენის მეთოდიკა.

მაგალითი: ჩემი მანქანა არ იქოქება. გვაქვს პრობლემა. დავსვათ კითხვა:

1) რატომ? – აკუმულიატორი დაჯდა;

2) რატომ? – მექანიზმი არ მუშაობს;

3) რატომ? – მექანიზმს ქამარი გაუწყდა;

4) რატომ? – მექანიზმი არასდროს გამოცვლილა;

5) რატომ? – არ ვარემონტებდით დროულად მანქანას სქემის მიხედვით.

ეს არის პრობლემის ძირის, მისი გამომწვევი მიზეზის ძიების პროცესი. საზოგადოდ შეკითხვები „რატომ“ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ როგორც წესი, პრობლემის მოსაძებნად უმეტეს შემთხვევაში 5 რატომ საკმარისია.

,,5 რატომ’’ ტექნიკა განვითარებული იქნა საკიჩი ტოიოდას მიერ, როგორც პრობლემის აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდოლოგია. ,,5 რატომ’’-ის მეთოდიკა არის საბაზისო ტიოტას მენეჯმენტში;

რატომ? კითხვის ხუთჯერ გამეორებით პრობლემის არსი ცხადი ხდება, რაც აადვილებს მისი გადაჭრის გზებს.

ავტორი: ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი გიორგი ქუთათელაძე

1258 ნახვა

comments