August 8, 2016 17:33 |

იაპონურ კომპანიებში მნიშვნელობით პირველი ადგილი უკავია მომხმარებელს, შემდეგ თანამშრომლებს, მათ შემდეგ მომწოდებლებს, ბოლოს საზოგადოებას და ქვეყანას. სულ ბოლოს კი მეწილე-აქციონერებს. ამერიკულ კომპანიაში კი პირველი ადგილი უკავია მეწილე-აქციონერს.

იაპონურ კომპანიაში მეტად ჰუმანური ატმოსფეროა, ყველაფერი თანამშრომლების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. თუ ამერიკულ კომპანიაში დირექტორის მარჯვენა ხელი არის ფინანსური მენეჯერი, იაპონიაში დირექტორის მარჯვენა ხელი არის კადრების მენეჯერი.

იაპონურ კომპანიაში გუნდური მუშაობა ნიშნავს ერთმანეთის დახმარებას. ამერიკულში კი გუნდური მუშაობა ნიშნავს მუშაობის მაქსიმიზაციას მეტი შედეგის მისაღებად.

იაპონური მენეჯმენტი ცდილობს დეპარტამენტებს შორის იყოს საუკეთესო კომუნიკაცია, თავისუფალი ურთიერთობა, როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. ამერიკული მენეჯმენტი აქცენტირებას აკეთებს ძლიერ სპეციალიზაციაზე, უამრავ ინსტრუქციებზე. პიროვნება შებოჭილია მითითებების და ვალდებულებების ჩარჩოებით, რაც აფერხებს კომუნიკაციების ელასტიურობას.

ამერიკულ და იაპონურ განათლების სისტემაში ძირეულ განსხვავება არის ის, რომ იაპონიაში ჯერ შოულობენ სამსახურს და მერე ხდება დასპეციალება, განათლების სრულყოფა. ამერიკაში უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტები იწყებენ კომპანიებში სამსახურს.

თანამედროვე იაპონური ბიზნესის დამახასიათებელია ორი ნიშანდობლივი თვისება: 1. ნიშე მარკეტინგი, ე.ი. იმ თავისუფალი ნიშის მოძებნა, რომლის მოხერხებული და დროული დაკავებაა შესაძლებელი მსოფლიო ბაზარზე; და 2. გრძელვადიანი ურთიერთობების აწყობა მომწოდებელთან და მომხმარებელთან.

ავტორი: ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი გიორგი ქუთათელაძე

 

1438 ნახვა

comments